1. ამ წუთებში თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა დაიწყება. ოპოზიციური კოალიციები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ორი ლოკაციიდან, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან დედაქალაქის ქუჩებისკენ დაიძვრებიან. აქციის სლოგანია „არა რუსულ არჩევნებს“. მოთხოვნა კი კვლავ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნაა. სალომე ჯაფარიძეს ვრთავთ საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი ლოკაციიდან. სალომე რა ხდება მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ცნობილია თუ არა მსვლელობის კონკრეტული მარშრუტი.