ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში ჯოზეფ ბორელის ბოლო ვიზიტი უკრაინაში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ იმყოფება. „უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, - წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.