„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მივა თუ არა ბოკუჩავა პროკურატურაში თუკი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს - ჯერჯერობით უცნობია. არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარა, თუმცა მათ მთავარ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს. მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე მხოლოდ საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაზე დაკითხვას დათანხმდნენ. მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაიკითხა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაიაც. არცერთ მათგან ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.