პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპულთა რიცხვმა 17 ადამიანს მიაღწია. იგი შეიძლება გაიზარდოს“, - განაცხადა გენერალურმა ინსპექტორმა მოაზემ იაჰ ანსარიმ.
მისივე ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 46 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8:45 საათზე მოხდა, როცა მგზავრები მატარებელს ელოდებოდნენ.