საქართველო საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში. ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან. ინფორმაციას გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროპარლამენტისა და დიპლომატისგან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპის ლიდერებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამო იმედგაცრუება ვერ დამალეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნება. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ქართული ოპოზიციური ფლანდი ქართულ ოცნებას აკისრებს.