აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ იმუშავებს ომის დასასრულებლად ახლო აღმოსავლეთში.პალესტინის მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, ითანამშრომლოს მაჰმუდ აბასთან, ისევე როგორც სხვა რეგიონულ და გლობალურ დაინტერესებულ მხარეებთან, რეგიონში მშვიდობის მისაღწევადთავის მხრივ, პალესტინის ლიდერმა დაადასტურა მზადყოფნა, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპთან სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და პრინციპებზე.