ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არებულ ლიტერატურულ თეატრ „ჩვენ დავბრუნდების“ ხელმძღვანელის, მანანა ხორბალაძის ხელმძღვანელობით ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ბელგიასა და საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა თეატრალებმა და თბილისიდან მოწვეულმა მსახიობებმა კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში მაყურებელს სპექტაკლები: „ოთარაანთ ქვრივი“ და „დიდოსტატის მარჯვენა“ წარუდგინეს. ბელგიაში მცხოვრებმა მოზარდებმა მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამაც წარმოადგინეს.