„დღეისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში სამაგალითო საბანკო სექტორი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, სწორი ეკონომიკური და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ხელისუფლება ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას ახერხებს. წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსის შემცირდებისა და რეზერვების ეტაპობრივად აღდგენას იმედოვნებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა.