1. არა რუსულ არჩევნებს! -ამ ლოზუნგით ოპოზიციური კოალიციური ძალები დღეს დედაქალაქში აქციას გამართავენ. შეკრება ორ ლოკაციაზე, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედანთან 15:00 საათიდან დაიწყება. დემონსტრანტები მსვლელობით თბილისის სხვადასხვა ქუჩისაკენ დაიძვრებიან. აქცია სამი პოლიტიკური გაერთიანების - „ ერთობა ნაციონალური მოძრაობის, ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს ორგანიზებით იმართება. ჩატარებული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით აქციას ევროპის რამდენიმე ქალაქში ემიგრანტები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტებიც გამართავენ. ინფორმაციას აქციების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა" ავრცელებს.