პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე, სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საკურიერო კომპანია DHL-ის საწყობებში პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ივლისში მომხდარი დივერსიული ინციდენტების უკან, რუსული სპეცსამსახურები დგანან. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამანათები, სავარაუდოდ, აშშ-ისა და კანადის რეისებზე უნდა აფეთქებულიყო. საუბარია ელექტრომასაჟორებზე, რომლებიც მაგნიუმის ბაზაზე აალებად ნივთიერებას შეიცავდა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში რთულად ჩაქრობადი ხდება. უწყების პრესსპიკერის თქმით, საერთაშორისო დაჯგუფებაში მონაწილე პირთა გამოსავლენად ინტენსიური ღონისძიებებიმი მდინარეობს.