ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპელ ლიდერებს დონალდ ტრამპთან თანამშრომლობა სურთ. მიშელის თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა შეეხება უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ტრამპს შესაბამისი გზავნილი უკვე გადასცა. ამასთან, მანვე განმარტა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, ეს ფაქტი არამხოლოდ პუტინს, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებსაც არასწორ სიგნალს გაუგზავნის.