თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელიბაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, კუდ-ის იმდრონდელი 3 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 12-12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მსჯავრდებულებიდან მალხაზ აბულაძეს სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან ის ამ დრომდე ძებნაში იმყოფება. აღნიშნული პირი აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. განაჩენის გამოცხადებას როინ შავაძის მეუღლეც ესწრებოდა. ციცინო შავაძის განცხადებით, 13 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა, ისინი მხოლოდ "შემსრულებლები" არიან. მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ისინიც უნდა დაისაჯონ.