ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი და მათგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 167, ასევე არ დაკმაყოფილდა 917, ხოლო განხილვის გარეშე დარჩა 107 საჩივარი დარჩა. როგორც სანტურიანმა განაცხადა, დისციპლინური პასუხისმგებლობა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დაეკისრა. მისივე თქმით, 427-დ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები ხელახლა გადაითვალა, თუმცა ამან საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა.