ოპოზიციური კოალიციების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიციის გეგმები იყო. ამავდროულად, ოპოზიციის მთავარი გზავნილები კვლავ უცვლელია. ისინი საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ამის საპასუხოდ, მმართველი პარტიის წევრები ისევ ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა.