ესტონეთის პრემიერი - დროა გულწრფელები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა ამჟამად გაჩერებულია - ევროპული ამბიციისგან მას მთავრობა აშორებს - Palitra News

ესტონეთის პრემიერი - დროა გულწრფელები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა ამჟამად გაჩერებულია - ევროპული ამბიციისგან მას მთავრობა აშორებს

2024-11-08 18:34:51+04:00

დროა გულწრფელები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა ამჟამად გაჩერებულია, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ევროპული ამბიციისგან მთავრობა აშორებს.

„დროა გულწრფელები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა ამჟამად გაჩერებულია.

ბოლო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ იქნა გამოცხადებული და მთავრობა საქართველოს მისი ევროპული ამბიციისგან აშორებს,” - წერს კრისტენ მიხალი.