ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას - რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბნებზე ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას - ცესკომ მანიპულაციური და დეზინფორმაციული უწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა სამართლიან არჩევნებს მოუწოდა არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები. ნათია იოსელინის თქმით, ამის შემდეგ სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან ზოგადად დაკავშირებით საბოლოოდ დასრულდება.