უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, 4 მართვადი საავიაციო რაკეტითა და 92 დრონით შეუტიეს. მათივე ინფორმაციით, გასულ ღამეს, ოკუპანტებმა თავდასხმა, რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებიდან, კურსკის, ორიოლის და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებიდან განახორციელეს. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის ტაქტიკურმა ავიაციამ მართვადი ბომბებით შეტევა ხარკოვისა და სუმის ოლქებზეც განახორციელა.