ოპოზიციური კოალიციების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრას „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ. საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიციის გეგმები იყო. ევროკავშირის ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა, დიპლომატთან შეხვედრის დეტალებზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს.