გურამ მაჭარაშვილი - აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, რა გეგმა აქვთ - ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, გეგმა არა აქვთ - Palitra News

გურამ მაჭარაშვილი - აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, რა გეგმა აქვთ - ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, გეგმა არა აქვთ

2024-11-08 15:29:05+04:00

ოპოზიცია არჩევნების არალეგიტუმურად აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათი სამოქმედო გეგმის ნაწილია არა მხოლოდ ქუჩის საპროტესტო აქციები, არამედ საარჩევნო დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტების საერთაშორისო პარტნიორებისთვის გადაცემაა. ოპოზიციის ქმედებები კრიტიკის საგანია ხელისუფლების მხრიდან. მმართველი პარტიის ტკიცებით, ოპოზიციის გეგმა ძალაუფლების რევოლუციის სცენარით დაბრუნება იყო , რაც არ გამოუვიდათ.