აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი, მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერი, სუზი უაილზი იქნება. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ტრამპის თქმით, უაილზი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა, 2016 და 2020 წლებში კი მისი წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც „როიტერისი“ წერს, მანამდე, სუზი უაილზი რონალდ რეიგანის 1980 წლის საპრეზიდენტო შტაბში მუშაობდა.