ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ კი გარეთ გამოსულ ებრაელ გულშემატკივრებს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. სოციალურ მედიაში ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც ვრცდელდება. კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთ თავდამსხმელს ხელში პალესტინის დროშები უჭირავს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თამაშის შემდეგ 57 ადამიანი დააკავეს.