აშშ ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიის მითვისების გაგრძელებაზე უარის თქმისთვის მზადაა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება გამოიწვიოს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ომის სწრაფი დასრულება, რისი დაპირებაც დონალდ ტრამპმა გასცა, უკრაინისთვის აუცილებლად გარკვეულ დანაკარგებს ნიშნავს.