რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა ოდესაზე მასირებული იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. დაზიანდა სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ღამით აფეთქებები მოხდა ხარკოვშიც. რუსეთის ძალებმა ქალაქს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს, შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, დაშავებულია 25 ადამიანი. რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაღუპულია რვა ადამიანი. დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და კერძო სახლები, დაზიანებულია ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობაც.