საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის პირველი პირები, არაერთი ევროპარლამენტარი და დიპლომატი საქართველოს ხელისუფლებას 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების გამოიძიებას სთხოვს. ევროპელი პარნიორები ადამიანების უფლებების შემლახავი კანონების პარლამენტიდან გაწვევასაც ითხოვენ. უცხოელი პოლიტიკური აქტორების მოწოდებებს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები საქართველოში. საკითხზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირებიც. პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები, მოლდოვასა და ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებზე ხარისხიანი იყო.