საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი საერთშორისო ვიზიტი არჩევნების შემდეგ და უნგრეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები - მთავრობის მეთაურმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. უნგრეთის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და გენერალურ მდივანი- ეს ის პოლიტიკური აქტორები არიან, რომლებთაც ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი განიხილა. მთავრობის მეთაურის უნგრეთში ვიზიტს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო საზოგადოება ზურგს აქცევს, მათ მიმართ მხარდაჭერას კი მხოლოდ პრორუსული პოლიტიკის მქონე სახელმწიფოები გამოხატავენ. ნინო დავითაძე ადევნდებდა თვალს ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს.