ლოს ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება უკვე გაცემულია. კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოსანჯელესიდან 40 მილის დაშორებით გაჩნდა. ძლიერმა ქარმა კი ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, საფრთხე 3500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს ემუქრება. მისივე თქმით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია. კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, სწრაფად გავრცელებული ხანძრის, ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ. ხანძრის გამო, ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლა დახურულია.