ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება გამოიწვიოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება გამოიწვიოს

2024-11-08 09:25:55+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება გამოიწვიოს. ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის დროს ძალიან საშიში რიტორიკა მოისმინა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე არის მოდელი, რომლის შესახებაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ბრაზილია, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი საუბრობს.