თითქმის 24 საათი განიხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” სარჩელები არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისად, ის უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება. თავად მოსარჩელე მხარისთვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი მმართლმსაჯულების ორგანოს მმართველი პარტიის ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებენ. სასამართლოზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობაზე საუბრობს ოპოზიციაც. მათი თქმით, ქართული სასამართლო სისტემა მონოპოლიზებულია.