26 ოქტომბრის არჩევნები და ოპოზიციის სამომავლო გეგმები. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ. მათი თქმით, შედეგების ბათილობისთვის გამოიყენებენ როგორც სამართლებრივ გზას, ასევე მიმართავენ ქუჩის პროტესტსაც. ოპოზიციის მხრიდან ამომრჩეველთა ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს ქართული ოცნება. მმართველი პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა, ამომრჩევლის ხმის ფარულობა კი დაცული იყო.