საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში არაერთი სახელმწიფოს ლიდერს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. პრემიერის მხრიდან გაჟღერებული გზავნილები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო საზოგადოება ზურგს აქცევს, მათ მიმართ მხარდაჭერას კი მხოლოდ პრორუსი სახელმწიფოები გამოხატავენ.