არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო მობილიზება მოხდა, რადგან ყველამ ძალიან კარგად გააცნობიერა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. აქეთ დაგროვდა იმხელა ძალა და ერთიანობა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საგანგებო სქემა შეემუშავებინა , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.