ღაზის სექტორში კვლავ დაძაბული ვითარებაა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალები კვლავ მოუწოდებენ მოსახლეობას ქალაქი ღაზა დატოვონ და სამხრეთით გადაადგილდნენ. პალესტინის ოფიციალური უწყებები ისრაელის მოწოდებას „ეთნიკურ წმენდას“ უწოდებენ და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ქალაქ ჯაბალაზე ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.