რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 27 ნოემბერს ყაზახეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასტანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება. თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მხარეები „სერიოზულად ემზადებიან“ რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტისთვის.