40-მდე ქართული კომპანია, სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ორგანიზებით, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარეობს, სადაც საქართველო ეროვნული საკვებისა და სასმლის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებითაა წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ, საქართველოს ისტორიას და კულტურას, ასევე დამწერლობასა და ღვინის წარმოების ტრადიციებს ადგილზე გაეცნონ.