საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსები გამოიკითხნენ - Palitra News

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსები გამოიკითხნენ

2024-11-07 20:39:48+04:00

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. გამოკითხვაზე ასევე იმყოფებონენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - ნათია მეზვრიშვილი, მამუკა ხაზარაძე და სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია. მმართლმსაჯულების ორგანოში დაბარებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.