სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ იწყებს ახალ კამპანიას სახელწოდებით „ვითხოვ ახალ არჩევნებს“. ამავდროულად, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილსა და ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრები გრძელდება. მხარეები დახურულ კარს მიღმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. ოპოზიცია პრეზიდენტის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებისთვის კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისთვის ემზადება. პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა მმართველი პარტიისთვის კვლავ კრიტიკის მორიგი ობიექტი გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებას სპეკულაციების საშუალებით ცდილობს. ამ თემაზე უფრო ვრცლად მაგდა ბლუაშვილი ისაუბრებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. რას გულისხმობს „ძლიერი საქართველოს“ ახალი კამპანია და რა გეგმა აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს