თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” სარჩელები არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლო სარჩელებს 21 საათის განმავლობაში განიხილავდა. სასამართლომ საია-ს 12 და "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა. სარჩელის ავტორები ფიქრობენ, რომ სასამართლომ საქმის განხილვის „იმიტაცია“ ჩაატარა და რეალური, მყარი მტკიცებულებები მხედველობაში უბრალოდ არ გაითვალისწინა.