როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში ორბელიანების სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტსა  და ოპოზიციურ  კოალიციურ ძალებს შორის შეხვედრებს - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში ორბელიანების სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტსა  და ოპოზიციურ  კოალიციურ ძალებს შორის შეხვედრებს

2024-11-07 15:33:46+04:00

ორბელიანების სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტსა და ოპოზიციურ კოალიციურ ძალებს შორის შეხვედრები გრძელდება. დახურულ კარს მიღმა ქვეყნის მთავარსარდალი და ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებზე მსჯელობენ. ოპოზიცია პრეზიდენტის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებისთვის კონსოლიდირებული ანგარიშის წარსადგენად ემზადება. პრეზიდენტსა და ოპოზიციურ კოალიციის ძალებს შორის გამართული აუდიენცია კვლავ კრიტიკის საგანი გახდა მმართველი პარტიისთვის. ქართული ოცნების შეფასებით, ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებას სპეკულაციების მეშვეობით ცდილობს. თემაზე საუბარს მაგდა ბლუაშვილი განაგრძობს.