ევროპელი ლიდერების მორიგი კრიტიკული გზავნილები და მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ელოდებიან. ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალდ ტუსკი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიებისკენ მოუწოდებენ . მანამდე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, დეპუტატებმა და ევროპარლამენტარებმა. ისინი საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიული უკუსვლის” გამო მწუხარებას გამოთქვამენ და საქართველოს ხელისუფლებას პარლამენტიდან ადამიანის უფლებების შემლახავი კანონების გაწვევას სთხოვენ. რა გზავნილები ჟღერდება ევროპელი ლიდერების მხრიდან.