„23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს აღემატება“ - არასამთავრებო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 26 ოქტომბერს, არჩევნებზე დაფიქსირებულ მორიგ დარღვევებზე საუბრობს. „ისფედის“ დირექტორის ცნობით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ შეცვლილია. ნინო დოლიძის თქმით, მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ გარკვეულ უბნებზე ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. სამართლიანი არჩევნები ყურადღებას ამახვილებს დოკუმენტების გაყალბების შემთხვევაზეც და განმატავს, რომ გარდაბნის 52-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორის ბეჭედი, გარდაბნის მე-14 საარჩევნო უბნის ორ ბიულეტენებზეა აღმოჩენილი.