არასამთავრებო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში. საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მეორე ინსტანციაში დასრულდა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა. მმართლმსაჯულების ორგანომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.