როგორია ფულად-საკრედიტო სისტემასთან დაკავშირებული დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ფულად-საკრედიტო სისტემასთან დაკავშირებული 243 დანაშაული გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გასული წლის იმავე პერიოდში ამ ტიპის 388 დანაშაული აღინუსხა, რაც წლიურად 37.37%-იან შემცირებაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულად-საკრედიტო სისტემაში ჩადენილ დანაშაულებში ყველაზე დიდი წილი ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღებას ეკავა და მისი რაოდენობა 93-ს შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა შარშან იმავე პერიოდში 129 დანაშაული იყო გამოვლენილი. გარდა ამისა, ამ წლის იანვარ-სექტემბერში, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენების 77, გასული წლის 9 თვეში კი 166 დანაშაული აღირიცხა. ამასთანავე, გამოვლინდა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით 73 შემთხვევა. გასული წლის 9 თვეში მაგალითად, ამ ტიპის დანაშაულების რაოდენობა 93-ს შეადგენდა.