სასოფლო-სამეურნეო მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ვადა გახანგრძლივდა და მოქალაქეები მიწის ნაკვეთების უფასოდ რეგისტრაციას 2026 წლამდე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სისტემური რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2022-2024 წლებში სისტემური წესით მილიონ 200 ათასი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს 59 მუნიციპალიტეტში და ხორციელდება საქართველოს ყველა კონტროლირებად ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთისა.