Galt&Taggart-ის პროგნოზით, საქართველო წელს ტურიზმიდან 4.4 მლრდ-ის შემოსავალს მიიღებს. ცნობისთვის, გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 4 მილიარდ 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში თუ პროგნოზი გამართლდა, გამოდის, რომ ტურიზმის შემოსავლები წელს 7.3%-ით გაიზრდება და ახალი რეკორდული ნიშნულიც მიიღწევა. „აზიის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ძლიერი ზრდა, პირდაპირი ფრენების ზრდასთან ერთად, 2024 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლების მდგრად ზრდაზე მიუთითებს,“ - ვკითხულობთ კვლევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის 1-ელ სამ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან რეკორდულად ბევრი, 1.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 8%-იან ზრდაზე მიანიშნებს. სექტორში შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო რუსეთი იყო (295 მილიონი დოლარი), ევროკავშირის ქვეყნები (210 მლნ დოლარი), ისრაელი (147 მლნ დოლარი) და საუდის არაბეთი (75.5 მლნ დოლარი).