მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა, თუმცა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მისი ფასი შემცირებულია. უფრო დეტალურად თუ განვიხილავთ. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4%-ით არის შემცირებული. კლება კი მშენებლობის დარგში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასის 4.2%-იანი კლებით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ერთი თვის ჭრილში მცირედით შემცირდა, წლიურად 5.8%-იან ზრდას აჩვენებს. მონაცემების თანახმად, ამ შემთხვევაში ზრდა მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა ნომინალური ხელფასის 20.3%-ით ზრდამ განაპირობა. გარდა ამისა, მშენებლობის წლიური გაძვირება გამოიწვია სამშენებლო მასალების ფასის 4.1%-ით გაზრდამაც. ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მანქანა-დანადგარების ფასები 6.8%-ით, ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია 1.8%-ით, ხოლო სხვა ხარჯები 0.6%-ით გაძვირდა.