სააპელაციო სასამართლომ, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაასრულა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.
სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.