26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ჩამოსვლას, მალევე თავად საქართველოს მთავრობის მეთაურის უნგრეთში ოფიციალური ვიზიტი მოჰყვა. დღეს ირაკლი კობახიძე ბუდაბეშტში ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. ის მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაშიც, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან. ქართული სახელისუფლებო გუნდისთვის ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებთან მეტად დაახლოვების შესაძლებლობაა. ოპოზიციისთვის კი ქართუკი ოცნების ვიქტორ ორბანის პარტიის პრორუსულ პოლიტიკასთან თანხვედრის მტკიცებულება.