26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებული პირების გამოკითხვა განახლდა. მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დღეს დილას დაიკითხა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკითხვაზე იმყოფებონენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები- ნათია მეზვრიშვილი, მამუკა ხაზარაძე და სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია. მმართლმსაულების ორგანოში დაბარებულ პირებს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.