რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 27 ნოემბერს ყაზახეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ნურტლეუმ ასტანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მხარეები „სერიოზულად ემზადებიან“ რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტისთვის.