სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Yonhap News Agency-ი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის მთავარ მოადგილეზე, კიმ ტაე-ჰიოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიმ ტაე-ჰიოს თქმით, დონალდ ტრამპი და იუნ სოკ იოლი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრის ადგილსა და თარიღს დანიშნავენ.
ამასთან, კიმის ინფორმაციით, დაახლოებით 12 -წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური საკითხების შესახებ ისაუბრეს.
კიმ ტაე-ჰიოს თქმით, დონალდ ტრამპმა და იუნ სოკ იოლმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ვითარებაც განიხილეს, მათ შორის, ბირთვული საკითხები, რაკეტების გაშვება და რუსეთში ჯარების განლაგება და გამოთქვეს შეშფოთება უსაფრთხოების ამ საკითხებთან დაკავშირებით და უკრაინაში არსებული სიტუაციის აქტუალურობაზე.